четверг, 1 сентября 2011 г.

უპატრონო ძაღლები


                                პ რ ო ე ქ ტ ი

1.პროექტის სახელწოდება:,,უპატრონო ძაღლები“
2.პროექტის მთავარი იდეა:
მაწანწალა ძაღლების პრობლემა.
მაწანწალა ძაღლებისაგან თავის დაცვა.
3.პროექტის აქტუალობა:
მაწანწალა ძაღლების მომრავლება.
ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენა და დაინფიცირება.
4. პროექტის მიზნები:
მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება ჰუმანური გზებით.
ძაღლების არაჰუმანური დაჭერის ზეგავლენა თვითმხილველების ,განსაკუთრებით კი ბავშვების ფსიქიკაზე.
დაკბენის შემთხვევაში ექიმისათვის დროული მიმართვა.
5.მონაწილეთა ასაკი:
საფ: საშუალო(10–12 კლასები)
6.ვადები და ხანგრძლიობა:
25 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ამ პრობლემაზე დაფიქრება.
კონკრეტული ფაქტების მოძიება ძაღლების მიერ ადამიანის დაკბენის ფატალური შედეგების შესახებ.
ეფექტური ლოზუნგების მოფიქრება და შექმნა.
 ძაღლების დაცვის ფონდების შექმნის და კონტროლის მათეული ხედვის გეგმის შედგენა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,მარკერები,ფურცლები,სურათები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტიობები)
ჯგუფის წევრები შეაგროვებენ ინფორმაციას,პირადად შეხვდებიან ძაღლების მიერ დაკბენილ ადამიანებს.ასევე აიღებენ ინტერვიუებს ექიმებთან,ჩაიწერენ ექიმების რჩევებს.შემდეგ ჯგუფში ერთად დაამუშავებენ ხელახლა თემას. დამუშავებისას ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრებს .ქმნიან პროექტს აძლევენ მას დასრულებულ  სახეს.აფორმებენ ლოზუნგებს.და ემზადებინ წარდგენისათვის ,ირჩევენ პრეზენტატორს. პროექტი იქნება დაახლოებით ასეთი შინაარსის:.
ალბათ ყოველი თქვენგანი შეხვედრია მაწანწალა ძაღლებს ქუჩაში. მათი არსებობა პრობლემას წარმოადგენს არა მარტო იმის გამო, რომ ქუჩაში მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომ მათ სიცოცხლეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება, არამედ იმის გამოც, რომ უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლად გვევლინებიან და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას.
"მაწანწალა ცხოველების პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო და სამწუხაროდ დღემდე ასეა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ამ პრობლემის მოგვარების მეთოდები არაეფექტური და ბარბაროსული გახლდათ.
  
მაწანწალა ძაღლების რაოდენობა იზრდებადა და რაც მთავარია ისინი მეტად საშიშნი ხდებიან.აუცილებელია ქალაქებისა და რაიონების გაწმენდა უსახლკარო ცხოველებისგან. თუმცა მათი დახოცვა არაჰუმანურია, ხოლო პატრონობა შეუძლებელი."ძაღლმჭერი" ბრიგადების თანამშრომლები ყოვლად არაადამიანური ხერხებით იჭერენ გარკვეული რაოდენობით ძაღლებს,ჩვენ საქმე გვაქვს ცხოველების პერმანენტულ განადგურებასა და წამებასთან, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისათვის არანაირი შედეგი არ მოაქვს. ცხოველებს ხშირად რკინის მაშებით უმტვრევენ ხერხემალს, ხოლო შემდგომ ელექტროქსელიდან მიღებული დენის მათ სხეულში არაერთგზის გატარების საშუალებით Yკლავენ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაჭერის პროცესი ხშირად ადამიანების თვალწინ ხორციელდება, რაც მათ ფსიქიკურ ტრამვას აყენებს, ბავშვების შემთხვევაში კი ეს ტრამვა გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. ეს თემა მეტად აქტუალურია დღეს, რადგან ბოლო დროს ნათლად ვხედავთ, თუ რამდენად მოიმატა ძალადობამ მოზარდებში. სტრატეგიის არ არსებობის გამო დღემდე არ არის ჩამოყალიბებული კომპეტენტური ორგანო, რომელიც შესძლებდა მაწანწალა ცხოველების პრობლემაზე მუშაობას ეფექტური და ამასთანავე ჰუმანური მეთოდების გამოყენებით. არადა საქართველო ცოფთან მიმართებაში არსებული სტატისტიკით (დაკბენა დადორბვლა დაკაწვრის სტატისტიკა) სამწუხაროდ მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემა მართლაც ძალიან აქტუალურია. ყოველწლიურად ცოფით 10-დან 15-მდე ადამიანამდე იღუპება.
როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა და პრაქტიკამაც დაადასტურა, მაწანწალა, მიკედლებული და უსახლკარო ძაღლებისა და სხვა ცხოველების მექანიკური განადგურება პრობლემას არა თუ ხსნის, არამედ უფრო ამძიმებს.ადამიანი ხომ იმიტომაცაა ადამიანი, რომ საკუთარი ჰუმანური ბუნება გამოავლინოს და ცხოველური ინსტიქტების ტყვე არ გახდეს. საზოგადოების ცივილურობის ერთ-ერთი უტყუარი მაჩვენებელია, თუ როგორ ეპყრობიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების წევრებს ცხოველების, განსაკუთრებით, შინაური ცხოველების მიმართ.მაწანწალა ძაღლების გამრავლების მთავარი მიზეზი, პირველ რიგში, ადამიანთა უპასუხისმგებლობაა, რომლებიც ყოველდღიურად ტოვებენ თავიანთ ძაღლებს ქუჩაში.

უპატრონო ცხოველთა რიცხოვნობის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ სტერილიზაციის პროექტის განხორციელებით და არა ცხოველების ფიზიკური განადგურებით, რაც ცნობლია, რომ არ ამცირებს ცხოველთა რაოდენობას. ,,გადაარჩინე სიცოცხლე-გაასტერილე!” ამ ლოზუნგით ხელმძღვანელობენ განვითარებული ქვეყნები. გადარჩენილ სიცოცხლეში იგულისხმებიან ლეკვები, რომლებიც აღარ დაიბადებიან და შესაბამისად, ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდებიან. მაგრამ საქმე ისა არის, რომ მათი ფიზიკურად მოშორება გაცილებით იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე სტერილიზაცია. თუმცა, რამდენად ჰუმანურია ასეთი მიდგომა, თავად განსაჯეთ.
ცხოველები ადამიანივით მოსაზრებას იჩენენ: თავის დაცვაში, საჭმლის შოვნაში, ბინის ძებნაში, შვილების ყოლაში, მათ აღზრდაში და სხვა მოქმედებებში. ძაღლი ისეთი ერთგულია თავის პატრონის, რომ მის საფლავზე თავიც მოუკლავს. ძაღლი ერთგული მცველია კაცის და მისი სახლის. თუმცა ადამიანები ხშირად წირავენ ,,ერთგულ მეგობრებს და ქუჩაში ყრიან.
,,
გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს,ნუ დავტოვებთ ქუჩაში.“
ბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია საზოგადოების უსაფრხოების უზრუნველყოფაა.
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სოციალური უნარ–ჩვევების განვითარება.
კვლევა –ძიების უნარის განვითარება.



11. პროექტის ხელმძღვანელი: მზევინარ კახიძე–ჯაიანი.
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა:mzeo.kaxidze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mzeokaxidze.blogspot.com








1 комментарий:

  1. მე რა ვქნა, ველოსიპედით რო ვერ გამივლია პეკინის, საბურთალოს, ბახტრიონის და რომელიც გნებავთ ქუჩაზე? შეიარარებას ვაპირებ და ასე თუ შევძლებ ტავის დაცვას? გულაჩუყებული ნუ მეტიტინებით ცხოველთა დაცვაზე... ეს სახადი მოხდილი მაქვს! ვინ უზრუნველყოფს ჩამს უსაფრთხოებას?

    ОтветитьУдалить